ხოშტარია პრემიერზე: მხდალი რომ ჯოხს დაიჭერს და მოუქნელად იქნევს, მოგერევითო, ეგაა ზუსტად

ის საწამლავი, რასაც ღარიბაშვილი სააკაშვილზე წერს, თავის ფორმით, ტონით, შინაარსით ბაღიდან უნდა ისწავლებოდეს, რომ არის ფსკერი. სიძულვილი, დამცირება (სინამდვილეში თავს იმცირებს), ტყუილი, ვითომ ძალის დემონსტრირება. სიტუაცია იცვლება ხოლმე, მსგავსი სიტყვები არასდროს არ ქრება

მხდალი ადამიანი რომ ჯოხს დაიჭერს და მოუქნელად იქნევს, მოგერევითო, ეგაა ზუსტად

წერს დროას ლიდერი ელენე ხოშტარია.

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე წერილი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ სააკაშვილის მაქსიმუმ 5000-კაციან აქციას, წყლის ჭავლით ან მხუთავი აირით დავშლის.

კომენტარები