თურქეთი

ჩავუშოღლუ: NATO-მ მხარი უნდა დაუჭიროს საქართველოს მიზანსწრაფვას ალიანსში გაერთიანების შესახებ

NATO-ს წევრმა სახელმწიფოებმა მომავალშიც მხარი უნდა დავუჭიროთ შავი ზღვის ორ ქვეყანას, უკრაინასა და საქართველოს. ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ არა მარტო მათ ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ მათ მიზანსწრაფვებს ალიანსში გაერთიანების შესახებ. ასევე, აუცილებელია, წინ აღვუდგეთ მათი წევრობის პოტენციალის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმებს და გავაძლიეროთ მათი შესაძლებლობები, მათ შორის, NATO-სთან ურთიერთობების გაუმჯობესების კუთხით. 

ჩვენ კარგად ვიცით ამ მიზანსწრაფვის შესახებ. სამწუხაროდ, თურქეთი და პოლონეთი იმ მცირე რაოდენობის სახელმწიფოებს შორის არიან, რომლებიც ალიანსის წევრი ქვეყნების წარმომადგენლების შეხვედრის დროს ყოველთვის დღის წესრიგში აყენებენ ამ საკითხს. 

თქვა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე.

კომენტარები