მიხეილ სააკაშვილის დაკავება

"მჯერა ჩემი ქვეყნის და თითოეული თქვენგანის" – მიხეილ სააკაშვილის წერილი ციხიდან

ჩემო ძვირფასო თანამებრძოლებო და ჩემო სათაყვანებელო ქართულო საზოგადოებავ, როდესაც ყველაფერი მივატოვე კიევში და აქ ჩამოვედი, ვიცოდი, რომ დიდი ალბათობით დამაკავებდნენ, სრულიად მოგონილი ყალბი განაჩენებით, რომლებიც თავის დროზე, მათ შორის, პუტინის დაკვეთით გამომიტანეს. მსოფლიოს არცერთი ქვეყანა რუსეთის გარდა ამ განაჩენებს არ აღიარებს. 

მაგრამ მე მაინც ჩამოვედი, ვინაიდან მჯერა ჩემი ქვეყნის და თითოეული თქვენგანის. ძალიან მინდა, გთხოვოთ, ყველა მივიდეთ არჩევნებზე, რათა არ დაიკარგოს არცერთ ხმა და ამის შემდეგ ყველამ ერთად დავიცვათ რეფერენდუმის შედეგები. 

ჩემი თავისუფლება და რაც ათასჯერ უფრო მნიშვნელოვანია, საქართელოს თავისუფლება მთლიანად დამოკიდებულია თქვენს აქტიურობასა და ბრძლისუნარიანობაზე უახლოეს დღეებში. ამაზეა ასევე დამოკიდებული საერთაშორისო მხარდაჭერა. 

გთხოვთ, არ შედრკეთ და ბოლომდე ვირწმუნოთ, რომ ჩვენი გამარჯვება ჩვენსავე ხელშია. 

მიყვარხართ, თქვენი ერთგული მ. სააკაშვილი. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილი მისმა ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ გამოაქვეყნა. მიხეილ სააკაშვილი გუშინ თბილისში დააპატიმრეს. 

კომენტარები