არჩევნები 2021

ღარიბაშვილი: საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ბრალი ბონუსად დავუმატეთ სააკაშვილს

ყველამ იცის თუ რა მძიმე დანაშაულებებში მიუძღვის ბატონ სააკაშვილს ბრალი, მე რამდენიმე ფაქტს შევახსენებ მოსახლეობას: პირველი, ყველაზე მძიმე დანაშაული არის გირგვლიანის წამებით მოკვლის ფაქტი, სააკაშვილს მისჯილი აქვს სასჯელი ამ საქმეზე, ასევე ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის სიკვდილამდე მიყვანის ფაქტი, როცა ჯანმრთელ ადამიანს მხოლოდ იმისთვის გაუსწორდნენ, რომ თავი არ დაუხარა სააკაშვილის ხუშტურებს, ასევე ტელეკომპანია იმედში შემოჭრა, დარბევა, განადგურება იმედის ტექნიკის, ჟურნალისტების ცემა, ფიზიკური შეურაცხყოფა. ეს არის მიმდინარე საქმე. კიდევ არის სხვა საქმეები, მათ შორის დაემატა საზღვრის უკანონო გადაკვეთა, რომელიც ბონუსად დავუმატეთ სააკაშვილს. 

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი TV იმედის ეთერში. ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იქამდე, მთელი დღის განმავლობაში, მმართველი გუნდი ამტკიცებდა, რომ სააკაშვილს უკრაინის საზღვარიც კი არ გადაუკვეთავს.

კომენტარები