რეკლამა

(რ) კომპანია "ენსისი" გურჯაანის ცენტრალური პარკის რეაბილიტაციას ასრულებს

გურჯაანს ოქტომბრიდან განახლებული ცენტრალური პარკი ექნება. პროექტს ახორციელებს კომპანია "ენსისი", რომელმაც ახლახან თბილისის ცენტრში დედაენის პარკის განახლება-რეაბილიტაციის პროექტი წარმატებით შეასრულა.

გურჯაანში ცენტრალური პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები 9 ჰა ფართობზეა გაშლილი. პარკის ტერიტორიაზე მოეწყო დასასვენებელი ზონები, ბავშვთა ატრაქციონები, რეაბილიტირდა საზაფხულო კინოთეატრი და ამფითეატრი, აშენდა სპორტული მოედანი, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები და ბორდიურები, დამონტაჟდა განათების თანამედროვე სისტემა, მოეწყო სხვადასხვა ფუნქციური ზონა. ასევე, იგეგმება ლანდშაფტის დამატებითი მცენარეებით გამდიდრება და პარკინგის მოწყობა.

"ენსისის" გენერალური დირექტორის, გეგი ქელბაქიანის თქმით, პროექტი თავისი ფუნქციონალური დანიშნულებით სწორედ იმ ფასეულობებს პასუხობს, რაც კომპანიისთვის მნიშვნელოვანია.

"პარკი საუკუნეზე მეტი ხნისაა. ეს იყო შეხვედრებისა და სხვადასხვა ღონისძიების მოწყობის ადგილი. დღეს პარკს თავისი ისტორიული ფუნქცია უბრუნდება, რაც, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია აქ მცხოვრები მოსახლეობისთვის და ასევე, ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს. „ენსისისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ პროექტის განხორციელება, რადგანაც ის სრულ თანხვედრაშია იმ ფასეულობებთან, რაც კომპანიას აქვს და რაც პროექტების განხორციელებით ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას გულისხმობს". - განაცხადა გეგი ქელბაქიანმა.

გურჯაანის პარკის გარდა, "ენსისის" არაერთი მსგავსი, სხვადასხვა მასშტაბის პროექტი აქვს განხორციელებული - დედაენის პარკი თბილისში, დუშეთის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია, თბილისის რიყის პარკის კეთილმოწყობა, მზიურის პარკის რეაბილიტაცია, ორთაჭალის პარკის მშენებლობა, თბილისის ზღვისა და ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე რეკრეაციული და სანაპირო ზოლის სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები და სხვა.

რეკლამა 

კომენტარები