რეკლამა

(რ) აჭარაბეთის საპატიო ელჩი გიგა ჭიკაძე UFC-ს პირველ ქართულ სატიტულო ბრძოლასთან ახლოსაა 

გიგა ჭიკაძე UFC-ს პირველ ქართულ სატიტულო ბრძოლასთან ძალიან ახლოსაა და მას გულშემატკივრის დახმარება სჭირდება.

“თუ ეს ფოტო მილიონ მოწონებაზე ავა, Dana White სატიტულო ბრძოლას ჩამინიშნავს” - განაცხადა მან.

გადადით გიგა ჭიკაძის ინსტაგრამზე და მოიწონეთ მისი პოსტი.

გიგა ჭიკაძე არის პირველი ქართველი სპორტსმენი, რომელიც მედისონ სქვეარ გარდენში გამართულ ბრძოლაში მონაწილეობდა, ასევე იგი არის მსოფლიო ჩემპიონი კარატეში, კიკბოქსინგსა და ჯიუჯიცუში. 

გიგას UFC - ში ამჟამად სტატისტიკა 7-0 აქვს , საიდანაც ბოლო ბრძოლა ისტორიული დაპირისპირების მე-3 რაუნდში ბრაზილიელი ედსონ ბარბოსა ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. ეს იყო პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი UFC-ის ღონისძიება, რომლის მთავარ დაპირისპირებაშიც ქართველმა იბრძოლა.

კომპანია აჭარაბეთისთვის მნიშვნელოვანი მიმართულებაა სწორედ ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერა. კომპანია მუდმივად ცდილობს გაზარდოს ქართველი სპორტსმენების ცნობადობა, მისცეს მათ შესაძლებლობა გამოავლინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი და იასპარეზონ მნიშვნელოვან შეჯიბრებსა თუ ტურნირებში.

ერთად გიგას ჩემპიონობისკენ.

კომენტარები