ირაკლი ღარიბაშვილი

ღარიბაშვილი გაეროში: საქართველო თვითნაბადი ალმასია, წახნაგების გამოკვეთა სჭირდება

ჩვენი დემოკრატიული სახელმწიფო შეიძლება ახალგაზრდა იყოს, თუმცა ჩვენი ფასეულობები და ტრადიციები ძირძველია. მრავალი მღელვარე მოვლენა გამოვიარეთ, გადავრჩით და განვვითარდით მრავალათასწლოვანი ისტორიის მანძილზე. ჩვენმა ისტორიამ ჩამოგვაყალიბა ძლიერ, ამაყ და გამძლე ერად, რომელიც გახსნილია მსოფლიოსთვის და ეძებს გზებს წინ წასასვლელად. საქართველო ის თვითნაბადი ალმასია, რომელსაც წახნაგების გამოკვეთა სჭირდება ქვეყნის სრული პოტენციალის საჩვენებლად.

ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე - სადაც აღმოსავლეთი ხვდება დასავლეთს და ჩრდილოეთი სამხრეთს - ჩვენ ყოველთვის ვუსწორებდით თვალს ახალ გამოწვევებს - ყოველ ცალკეულ ჯერზე ჩვენი წარსულის განმავლობაში.

ამბობს საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეის 76-ე სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს.

კომენტარები