ფარული მოსმენები

წულუკიანი ჟურნალისტს: ჰარცელივით ლაპარაკობთ, თითქოს ყველაფერი დადასტურდა

თქვენ ახლა კარლ ჰარცელივით ლაპარაკობთ [მოსმენებზე], თითქოს ყველაფერი დადასტურდა [..] ნუ გეწყინებათ, კომპლიმენტია. კანონიერი მოსმენები ყველა ქვეყანაშია და უნდა იყოს, აქ საუბარია უკანონო მოსმენებზე. უკანონოა მოსმენა, თუკი ის არ ისახავს ლეგიტიმურ მიზანს, არ ემსახურება რაიმე დიდ ინტერესს არ ემსახურება სახელმწიფო უსაფრთხოების მიმართებით და არ არის ნებადართული სასამართლოს მიერ, რაც მასიური იყო წინა ხელისუფლების დროს, ახლა ამბობენ, რომ ეხლა გაგრძელდა. ამისათვის მიმდინარეობს გამოძიება, თუ რომელია კანონიერი მოსმენის შედეგი ამ ზღვა მასალიდან.

ამბობს კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრი, თეა წულუკიანი რუსთავი 2-ის ეთერში სუს-ის ფარულ მოსმენებზე.

ევროკავშირის ​ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა თქვა, რომ დიპლომატების სავარაუდო ფარული მიყურადების საკითხს ევროკავშირი ძალიან სერიოზულად აღიქვამს, ვინაიდან ეს ვენის კონვენციის დარღვევაა და "არ არის ბუნებრივი როცა ასეთი დამოკიდებულებაა პარტნიორი ქვეყნის მხრიდან".

    კომენტარები