მე დარწმუნებული ვარ, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ მაინც მულტივალუტის მიმოქცევაში და კომერციულ ურთიერთობებში დაშვება არის აუცილებელი. პოლიტიკურად არ იქნება მარტივი თქმა, რომ ლარი აღარ არის მთავარი ვალუტა, მაგრამ არსებობს გზები, რომ რეალურად მულტივალუტა გვქონდეს და რაღაც საკითხებში მანდაც გაუარესება მოხდა ვითარების... იყო სფეროები, სადაც შესაძლებელი იყო პირდაპირ დოლარში ტრანზაქციები. ამ ხელისუფლებამ შეზღუდა ეს და ყველამ იცის, რომ რეალურად დოლარში ხორციელდება ტრანზაქცია, მაგრამ მყიდველმა უნდა გადაახურდავოს და მერე მიმღებმაც, რომ ასახოს ლარში. ცნობილი მემარცხენე არასწორი მიდგომაა გატეხილი ფანჯრის, რომ რა კარგია, რომ ფანჯარა გატყდა, სამუშაო ადგილი იქმნებაო. ეს არის მავნებლური ხარჯი, ტვირთია. დოვლათი არ იქმნება, ასეთი რეგულაციებით ხარჯი ექმნება ყველას.
ევროპული საქართველო
ბოკერია: დარწმუნებული ვარ, რომ ეტაპობრივად მულტივალუტის მიმოქცევაში დაშვება აუცილებელია
tbl.ge/5p01
დაკოპირდა

თქვა ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია პარტიის თანამოაზრეების ჯგუფში გაშვებულ LIVE-ში მხარდამჭერის კითხვის პასუხად.
ამავე თემაზე
- წერეთელი: ევროპული საქართველო კოალიციის ნაწილი იქნება, მალე გაცნობებთ, რომლის
- ევროპული საქართველო სოფო სიუკაევამაც დატოვა
- ვინ წავიდა ევროპული საქართველოდან და ვინ დარჩა პარტიაში
- წერეთელი: სამადლობელი იმაში, რომ პარტია დატოვა ამ ჯგუფმა, ნამდვილად არაფერი არ არის
- ბოკერია: ვტოვებ თავმჯდომარეობას, ვერ დავრჩები ვერც ამ სიაში, ვერც ამ პოლიტიკურ გუნდში




