არჩევნები 2021

ხაზარაძე: ოცნების დამარცხებას უნდა მივაღწიოთ და მივიღოთ სრულად პროპორციული არჩევნები

როცა ქვეყნის 20% ოკუპირებულია და გამყოფი ხაზი ყოველკვირეულად გვიახლოვდება, როცა ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისშია, როცა ყოველდღიურად 50 ადამიანის სიკვდილს შეგვაგუეს, როცა ქვეყანა ამდენმა ადამინმა დატოვა, როცა ინფლაციამ 13%-ს გადააჭარბა, ამ დროს სად არის გამოსავალი? მე მინდა გითხრათ, რომ გამოსავალი არის და ეს გამოსავალი ხართ თქვენ, თითოეული თქვენგანი! 2 ოქტომბერს ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს არჩევნებზე და სრულიად ოპოზიციურმა სპექტრმა უნდა დაამთავროს ერთი კაცის მმართველობა ამ ქვეყანაში.

ჩვენ უნდა მივაღწიოთ, რომ სამარცხვინოდ დამარცხდეს ქართული ოცნება და მომავალ წელს მივიღოთ სრულად პროპორციული არჩევნები. გრძელი გზის გავლა მოგვიწია მაგრამ ეს არის თანმიმდევრული გზა, რომელსაც ლელო ყოველთვის გთავაზობდათ. მომავალ წელს ქვეყანა აუცილებლად მიიღებს კოალიციურ მთავრობას. 

თქვა ლელოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ, გორში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენისას. 

კომენტარები