ფარული მოსმენები

ღარიბაშვილი ფაილებზე: შეიძლება, 2-3% იყოს სიმართლე, ამას თავისი ახსნა აქვს

არავის არ დაუდგენია ამ ატვირთული ცნობებიდან 1% იქნება, 2%, თუ 3%, ნამდვილად არის თუ არა კანონიერი მოსმენების საშუალებით მიღებული ინფორმაციები და ცნობები. მიზეზი ამ ყველაფრის იყო, რომ, თუ გახსოვთ, მთელი საარჩევნო კამპანია, პრაქტიკულად, ისე გავიდა, რომ არავითარი საარჩევნო კამპანია არ ჩაუტარებია ნაცმოძრაოაბს, სააკაშვილს და ოპოზიციას. იმიტომ რომ არავითარი სათქმელი არ აქვთ, არც საარჩევნო პროგრამა, არც დაპირება, არც ხედვა, ნული. რა თქმა უნდა, მათ იცოდნენ ამის შესახებ. სააკაშვილს წამოსცდა 6 აგვისტოს, რომ ჰქონდათ მათ კომპრომატები ეკლესიის წინააღმდეგ. მთავარი მიზანი იყო მომხდარიყო უთანხმოების ჩამოვარდნა მთავრობასა და ეკლესიას შორის. 

[...] როგორი სახელმწიფოა ის სახელმწიფო და მთავრობა, რომელიც პატრიარქის უსაფრთხოებაზე არ ზრუნავს. ამიტომ ვამბობ, რომ გასარკვევია და იდენტიფიკაციაა მოსახდენი ამ ჩანაწერებიდან, შესაძლოა – თეორიულ დაშვებას ვუშვებ, ალბათობის თეორიით რომ გავყვეთ, რომელი იყო ლეგიტიმური, კანონიერი და რომელი არ იყო. საპატრიარქოს განცხადებაშიც ანალოგიურად არის, რომ ამდენი ტყუილ-მართალი ამ ყველაფერში. აქედან, შეიძლება, 2-3% იყოს რაღაც სიმართლე, თუმცა ამას თავისი ახსნა აქვს და დაველოდოთ მაშინ უსაფრთხოების სამსახურის და პროკურატურის შედეგებს.

თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილ ფარულ მასალებზე საუბრისას.

კომენტარები