მეგის ქარდავა

უკრაინიდან მეგის ქარდავას ექსტრადიცია მოხდა

იუსტიციის სამინისტრო

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას უკრაინიდან საქართველოში ექსტრადიცია მოხდა. მას რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანენ. 

2017 წელს, 2 ნოემბერს საქართველოს პროკურატურამ დაადასტურა, რომ მათი შუამდგომლობით უკრაინელმა სამართალდამცავებმა საქართველოს სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა დააკავეს. 2018 წელს უკრაინაში დაკავებულ მეგის ქარდავას საექსტრადიციო პატიმრობა შინაპატიმრობით შეეცვალა.

პროკურატურის ინფორმაციით, მეგის ქარდავას მიმართ საქართველოში არსებული 11 სისხლის სამართლის საქმიდან 5-ზე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი, ხოლოდ 6 სისხლის სამართლის საქმე იხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში. გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილია ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის, ე.წ. ციხის ბუნტის, სერგო თეთრაძის, ე.წ. კასრების საქმეებზე. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში ასევე მიმდინარეობს ქარდავას საქმის განხილვა, რომელიც შეეხება ჯგუფურად და შეკვეთით ჩადენილ განზრახ მკვლელობას, დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს უვადო თავისუფლების აღკვეთას.

კომენტარები