გუშინდელი მაგალითი ჟურნალისტებზე ძალადობის და ზოგადად უკანასკნელი 2 თვის მანძილზე გამძაფრებული აგრესია ჟურნალისტების მიმართ, არის მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობა, მან გამოუშვა ეს ძალადობრივი საფრთხობელა 5 ივლისს და ფაქტობრივად უთხრა, მიდით დაჩაგრეთ, იძალადეთ და არავის მოეკითხება პასუხი, მათ წაახალისეს ეს ძალადობა და ყველა ხელისუფლება უნდა დასრულდეს, რომელიც ადამიანებს აპირისპირებს და საზოგადოებაში შუღლს აღვივებს
ნონიაშვილი TV მთავარის ოპერატორზე: 5 ივლისის შედეგია, ხელისუფლებამ წაახალისა ეს ძალადობა
tbl.ge/5oug
დაკოპირდა

ამბობს ევროპული საქართველოს ანტიკორუფციული ქსელის ხელმძღვანელი და ჩუღურეთში ოპოზიციის საერთო კანდიდატი, გიორგი ნონიაშვილი, მთავარი არხის ოპერატორზე, რომელიც ტელეკომპანიის ინფორმაციით, ქართული ოცნების წევრებმა ოფისის მე-2 სართულიდან გადმოაგდეს.




