კრიმინალი

ვერაზე დაჭრილი ახალგაზრდა გარდაიცვალა

flickr

ვერაზე, ანჯაფარიძის ქუჩაზე დაჭრილი ახალგაზრდა კაცი კლინიკაში გარდაიცვალა. ინფორმაცია ტაბულას ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში დაუდასტურეს. 

22 წლის ნიკა კვარაცხელია ვერაზე, ანჯაფარიძის ქუჩაზე გუშინ, 15 სექტემბერს დაჭრეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

კომენტარები