ფარული ჩანაწერები

ჯაფარიძე: ვიწყებთ საჭირო ხმების მოგროვებას გრიგოლ ლილუაშვილის პარლამენტში დასაბარებლად

ლელო

ფრაქცია ლელო — პარტნიორობა საქართველოს თავჯდომარე ბადრი ჯაფარიძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელებულ ფარული მიყურადებით მოპოვებულ მასალებზე ისაუბრა.

ჯაფარიძის თქმით, პარლამენტში დაბარებულ უნდა იქნას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი, რისთვისაც, ფრაქცია ხმების საჭირო რაოდენობის მოგროვებას იწყებს.

"გადაუდებელი საჭიროებაა იმისა, რომ პარლამენტმა განიხილოს ეს უპრეცენდენტო ვითარება, როდესაც პრაქტიკულად, განურჩევლად ყველა, აღმოჩნდა, რომ ვართ უკანონო მიყურადების და თვალთვალის სუბიექტი. უნდა დაბარებულ იქნას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი და ამისთვის ჩვენ დავიწყებთ საჭირო რაოდენობის ხმების მოგროვებას".– თქვა ჯაფარიძემ

ფრაქცია ლელო — პარტნიორობა საქართველოს წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, ხელისუფლების ქმედებები არღვევს ევროპული კონვენციით გათვალისწინებულ ადამიანის უფლებებს და ოპოზიცია ყველაფერს იზამს, რომ მოხდეს ამ ფაქტების საერთაშორისო სამართლებრივი შეფასება. 

"საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არღვევს ყველა უფლებას, რომელიც ჩვენ გვაქვს მინიჭებული ევროპული კონვენციის თანახმად. ეს პირდაპირ სცდება იმ ქვეყნის ვალდებულებებს, რომელმაც აიღო საკუთარ თავზე მთელი რიგი შესაბამისი ვალდებულებები, როდესაც ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებას ევროკავშირთან და ჩვენ, ჩვენს ძალისხმევას მივმართავთ იმისთვის, რომ ერთი მხრივ სამართლებრივად დავიცვათ ყველა ადამიანი, ვისი უფლებაც არის დარღვეული და მეორე მხრივ, საერთაშორისო ბერკეტები ავამოქმედოთ". – თქვა სამადაშვილმა

13 სექტემბერს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელდა დოკუმენტები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მთთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ ინფორმაციას შეიცავს.

ფაილები მოიცავს ასობით სასულიერო და საერო პირის ფარული მიყურადებით მოპოვებულ ბრიფებსა და ყოველდღიური საუბრების ჩანაწერებს. მასალებში ასახულია მღვდელმსახურებისა და მათთან დაკავშირებული პირების ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, კორუფციაში ჩართულობა, რუსეთთან კავშირები და სხვა.

14 სექტემბერს სუს-მა გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ "გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება შეურაცხყოფს სამსახურის ღირსებას". იმავე დღეს პროკურატურამ "ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით" გამოძიება დაიწყო და მედიას თანამშრომლობისკენ მოუწოდა


თქვა ლელოს ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ.

კომენტარები