ეს ჩანაწერები ვისი ხელწერაც არის და ვინც დაიწყო, ვფიქრობ, რომ იმ დროინდელი ჩანაწერებია, თუმცა, ამას ყველაფერს გამოძიება სჭირდება. არ გჯერათ, რომ შეიძლება ეს ჩაეწერათ?
ამ ყველაფერს სჭირდება გამოკვლევა, დადასტურება, ავთენტური არის თუ არა ეს მასალები, როგორც ვატყობ, როგორც წინა ჩანაწერების გამოქვეყნება იყო, ეს არის რაღაც შეთხზული, დამონტაჟებული, 1 500-ჯერ მიწებებული ერთმანეთს და შემდეგ გამოტანილი, იმისთვის, რომ ხალხში გამოიწვიონ აჟიოტაჟი, უნდობლობა და ა.შ. ეს ვისი ხელწერაც არის, ისიც ვიცით, ვინ აკეთებდა ამ ჩანაწერებს, ისიც ვიცით, ვინ იღებდა ვიდეომასალებს... არ გაქვთ ნანახი? აი, 9 წლის წინ რომ მთავრობა იყო...