ევროპული საქართველო

ბოკერია: ივანიშვილი რასაც ტელეკომპანია იმედზე აკეთებს, უნდა რომ იყოს ყველგან, საგანგაშოა

ტაბულა

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელმაც ტელეკომპანია იმედის მიმართ პარტიის საჩივარი დააკმაყოფილა და აღნიშნა, რომ ევროპული საქართველოს საარჩევნო კლიპი კონსტიტუციით დადგენილ პრინციპებს არ ეწინააღმდეგება. 

გიგა ბოკერიას თქმით, ტელეკომპანია ევროპული საქართველოს რეკლამის განთავსებაზე უარი წინა არჩევნებზეც უთხრა. ბოკერია ამბობს, რომ ივანიშვილის დავალებას კანონზე გადაბიჯებით ასრულებს ტელეკომპანია იმედი

"ამ მარეგულირებელსაც კი გაუჭირდება რომ შავით თეთრზე რამე თქვას და აქ ერთ რეკლამაში ან ორ რეკლამაში კი არ არის საქმე, იმედი ევროპული საქართველოს მიმართ იქცევა წინა არჩევნებიდან მოყოლებული. კანონის უზენაესობის მიმართ დამოკიდებულებაშია საქმე. ეს ერთი და მეორე, ჩვენ ვიცით რის გამო არ უშვებს რეკლამას. იქ არის ცნობილ პლაკატზე, პაროდიაზე, როდესაც ბრეჟნევი და ჰონეკერის კოცნაზე არის პუტინის და ივანიშვილის ალეგორია და ეს აღმოჩნდა პერსონალურად მიუღებელი ივანიშვილისთვის და მისი გარემოცვისთვის და ამ დავალებას კანონზე გადაბიჯებით ასრულებს ტელეკომპანია იმედი. ამიტომ არის ეს ნიშანდობლივი, აქედან ჩანს, რა უნდა ივანიშვილს და მის გარემოცვას, ქვეყანაში როგორი წესები უნდა. რასაც იმედზე აკეთებს, ეს უნდა რომ იყოს ყველგან. ამიტომ არის ეს საგანგაშო და არა იმიტომ რომ ერთი რეკლამა არ გავიდა, ამას გადავიტანდით როგორმე".- ამბობს ბოკერია. 

ტელეკომპანია იმედმა ევროპული საქართველოს წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამა დაბლოკაიმედი ამტკიცებდა, რომ რეკლამას ეთერში "სიძულვილის ენის" გამო არ გაუშვებდნენ. 

კომენტარები