სურსათის ეროვნული სააგენტო

სეს: თბილისში ვადაგასულ, მწერებით დაბინძურებულ ტკბილეულსა და სხვა პროდუქტებს ყიდდნენ

სეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფ. ყარაჯალაში დიდი ოდენობით ვადაგასული, მწერებით დაბინძურებული და არაეტიკეტირებული 36 სახეობის პროდუქტი (ტკბილეული, ჩაი, ყავა, თაფლი, სუნელები) გამოავლინეს. სააგენტომ დაადგინა, რომ პროუდქტების მფლობელის, შპს ალიბაბას საცალო და საბითუმო სავაჭრო ობიექტი პრუდუქციას თბილისში, თვალჭრელიძის N2-ში, სავაჭრო ცენტრ ისთ ფოინთთან მდებარე სასურსათო მაღაზიაში ყიდდა.

ობიექტში თბილისის საქალაქო სამსახურმა, მიღებული შეტყობინების საფუძველზე, სახელმწიფო კონტროლი განახორციელა და ასევე ვადაგასული, მწერებით დაბინძურებული და ეტიკეტირების წესის დარღვევით პროდუქციის რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა. ბიზნესოპერატორი ფუნქციონირებდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაატარა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები – ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, ვადაგასული სურსათი დაილუქა და ბიზნესოპერატორს დაევალა მისი ამოღება/განადგურება. სააგენტოს ინფორმაციით, დამატებითი მოკვლევის მიზნით, საქმე შესაბამის უწყებებს გადაეცა.

კომენტარები