ქართული ოცნება

ღარიბაშვილი: სამცხე-ჯავახეთს უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია ტურიზმის მიმართულებით

"ამ ულამაზეს მხარეს გააჩნია უზარმაზარი ტურისტული პოტენციალი". - ამბობს საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამჯერად ახალციხეში, ქართული ოცნების მერობის კანდიდატის, ირაკლი კაზარიშვილის წარდგენაზე. 

"ჩვენ კარგად გვესმის, ის პოტენციალი, რომელიც ახალციხეს გააჩნია, უნდა იყოს ბოლომდე ათვისებული და გამოყენებული. ამ ულამაზეს მხარეს [სამცხე-ჯავახეთს], რომელიც ცნობილია ძალიან მნიშვნელოვანი ძეგლებით, გააჩნია უზარმაზარი პოტენციალი ტურიზმის მიმართულებით. 

ჩემი დავალებით ვმუშაობთ, რომ თითოეულ მუნიციპალიტეტში შეიქმნას რამდენიმე ახალი ტურისტული ლოკაცია, ტურისტული ცენტრები, იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი დამსვენებელი ჩამოვიდეს ყველა მუნიციპალიტეტში". - ამბობს პრემიერი. 

კომენტარები