კორონავირუსი საქართველოში

"სავარაუდო ეპილეფსიური გულყრა" – ბათუმში კოვიდსასტუმროს ეზოში 49 წლის კაცი გარდაიცვალა

armenpress.am

ბათუმში კოვიდსასრუმროს ეზოში 49 წლის კაცი გარდაიცვალა. როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, ინფიცირებულს, სავარაუდოდ, ეპილეფსიური გულყრა ჰქონდა - გონების დაკარგვით. შემთხვევა 9 სექტემბერს მოხდა. 

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტი კოვიდსასტუმროში შესვლისას გარდაიცვალა.

"ადგილზე გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება, თუმცა გატარებული ღონისძიებების მიუხედავად დაფიქსირდა გარდაცვალება". - ამბობენ სამინისტროში. 

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 54 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა ინფიცირების 2 262 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 795 პაციენტი. 2 262 ახალი შემთხვევიდან აჭარაში 211 დადასტურდა.

10 სექტემბრის დილის მონაცემებით, საქართველოში, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ინფიცირების ოფიციალურად 575 210 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 8 089 ადამიანი გარდაიცვალა, 534 559 კი გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში COVID-19-ის 32 536 აქტიური შემთხვევაა.

კომენტარები