კრიმინალი

შსს: ყვარელში, საქართველოს ბანკის ფილიალში შეიარაღებული პირია შეჭრილი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ყვარელში, საქართველოს ბანკის ფილიალში შეირაღებული პირია შეჭრილი. მათივე ცნობით, უწყების თანამშრომლები ჭავჭავაძის ქუჩაზე მობილიზებულები არიან.

"თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე პოლიციის თანამშრომლებმა, მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია. ამჟამად ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ატარებენ ყველა საჭირო და გადაუდებელ ღონისძიებას, ასევე მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს - დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და დაემორჩილონ ადგილზე პოლიციელთა მითითებებს", - წერია განცხადებაში.

კომენტარები