ოკუპირებული ტერიტორიები

მოქალაქე: ინდ. მეწარმედ დასარეგისტრირებლად გაგრაში იურიდიულ მისამართზე უარის თქმას მთხოვენ

Facebook - Public Service Hall / იუსტიციის სახლი

მოქალაქე, მერიკო ქაჯაია წერს, რომ ინდ. მეწარმედ დასარეგისტრირებლად გაგრაში იურიდიულ მისამართზე უარის თქმას სთხოვენ - იმის გამო, რომ მისამართი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა, იუსტიციის სახლში მას უთხრეს, რომ ოფიციალურ კორესპონდენციას ვერ გამოაგზავნიან. 

"საქართველოს იუსტიციის სახლი მეუბნება, რომ მე, აფხაზეთიდან დევნილი, გაგრაში, ჭანბის ქუჩაზე რეგისტრირებული, ვერ დავრეგისტრირდები ინდ. მეწარმედ მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი იურიდიული მისამართი არის ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ოფიციალურ კორესპონდენციას ვერ გამოაგზავნიან.

ანუ მარტივად რომ ვთქვა საქართველოს ხელისუფლება მე, დევნილს, მთხოვს საკუთარი სურვილით უარი ვთქვა ჩემს სახლზე, ერთადერთ საკუთრებაზე გაგრაში და დავარეგისტრირო ჩემს იურიდიულ მისამართად თბილისი. თუ ამ მოთხოვნას არ შევასრულებ ვერ განვახორციელებ ჩემს საქმიანობას.

ეს როგორი სახელმწიფოებრივი მიდგომაა, იქნებ ვინმემ გამარკვიოთ?" - წერს ის. 

ტაბულა იუსტიციის სამინისტროსთან დაკავშირებას ცდილობს, მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.  

კომენტარები