საქართველო-სომხეთი

8-9 სექტემბერს საქართველოს ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა

ნიკოლ ფაშინიანი

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 8-9 სექტემბერს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა. 

ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ორი ქვეყნის პრემიერმინისტრების შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც, ირაკლი ღარიბაშვილი და ნიკოლ ფაშინიანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გაიმართება სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრის შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან. ნიკოლ ფაშინიანი დელეგაციის წევრებთან ერთად გმირთა მემორიალზე გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალს.

კომენტარები