ამერიკელი კონგრესმენების ვიზიტი

კანდელაკი: კონგრესმენებთან საუბრის მთავარი საკითხი ქვეყანაში რუსეთის გავლენების ზრდა იყო

მთავარი საკითხი კონგრესმენების ამ დელეგაციასთან იყო მაინც რუსეთის გავლენის ზრდა და რომ ქართული ოცნების ხელისუფლებაში დარჩენა ნიშნავს რუსეთის მეტ გავლენას. 5 ივლისის მოვლენები, როდესაც რუსეთთან ღიად დაკავშირებულ ექსტრემისტებს უბოძა დაუსჯელობის გარანტია ღარიბაშვილმა. საქართველოს საგარეო პოლიტიკის დე ფაქტო, მნიშვნელოვანი ეროზია. ბევრნაირად შეიძლება ამ გავლენის გაზომვა. 

ამ კონგრესმენებს წინა პერიოდში საქართველოსთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია არ ჰქონიათ. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო იმგვარად წარმოჩენა რეალობისა, რომელიც მათთვის უფრო გასაგებად წარმოაჩენდა მთელ კონტექსტს, რომ საით მიექანება, საით მიათრევს ქართული ოცნება საქართველოს. 

მთავარ არხთან საუბარში ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი კანდელაკი საქართველოში ვიზიტით მყოფ ამერიკელ კონგრესმენებთან შეხვედრის შემდეგ. 

კომენტარები