ავთანდილ ხურციძე

მოკრივე ავთანდილ ხურციძე აშშ-ის საპატიმროს ვადაზე ადრე,14 სექტემბერს დატოვებს

ავთანდილ ხურციძე
http://www.boxingscene.com

ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე აშშ-ის საპატიმროს ვადაზე ადრე, 14 სექტემბერს დატოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას მოკრივე საკუთარ Facebook-ზე ავრცელებს.

ხურციძე ვადაზე ადრე გათავისუფლების ერთ-ერთი მიზეზად დისციპლინას და კარგ ყოფაქცევას ასახელებს. მისი თქმით, საპატიმროში არსებულმა პირობებმა მას საშუალება მისცა გათავისუფლების შემდეგ კარიერის გასაგრძენებლად მომზადებულიყო.

"დიდი მადლობა ამერიკას დროულად განთავისუფკებისთვის და გათვალისწინებისთვის ამა თუ იმ საკითხის, ყოფა ქცევით და დისციპლინის მადლობა შეფასებისთვის და დაღვრილი ოფლის დაფასებისთვის და აქვე დიდი მადლობა ჩემს ადვოკატს ქალბატონ მეგანს და ბატონ კენის ბოლომდე გვერდით დგომისთვის". – წერს ხურციძე

2018 წელს, ქართველ მოკრივე ავთანდილ ხურციძეს ნიუ-იორკის სასამართლომ ათწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 

2017 წელს ამერიკაში პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან წამოსული მიგრანტებით შეკრებილი სინდიკატის 27 წევრი დააკავეს, მათგან 15 - ქართველი.

სპეცოპერაცია FBI-იმ, აშშ-ის საემიგრაციო და საბაჟო აღსრულებამ, ასევე ნიუ იორკის და სხვა ქალაქების პოლიციამ ერთობლივად ჩაატარა. დაკავებულებს შორის იყო ორი ქართველი ათლეტი: მოკრივე ავთანდილ ხურციძე და MMA მებრძოლი ლევან მაყაშვილი. ასევე რამდენიმე ე.წ კანონიერი ქურდი.

პროკურატურის განმარტებით, ხურციძე იყო დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრი, რომელსაც რაჟდენ შუალაია ხელმძღვანელობდა.

კომენტარები