ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021

ჯაფარიძე: ოცნებამ თქვა უარი მართლმსაჯულების რეფორმაზე, რაც ნიშნავს უარს დასავლურ არჩევანზე

ცხადია, ბევრ რამეზე შეიძლება, მათ შორის, პრობლემებზე, რომელიც ქვეყანაშია, მაგრამ ჩემი აზრით, მთავარი ამბავი, რაც ახლაა გასააზრებელი არის ის, რა არჩევნები არის 2 ოქტომბერს და მიუხედავად იმისა, რომ მესმის, რომ უამრავი პრობლემაა, 2 ოქტომბრის არჩევნები არ არის ჩვეულებრივი არჩევნები. ამ არჩევნებზე მართლა წყდება ქვეყნის ბედი. ის, რაც მოხდა უკანასკნელი თვეების განმავლობაში ფარდა ჩამოხია ქართულ ოცნებას. ქართულმა ოცნებამ თქვა უარი მთავარ საკითხზე – მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაზე და ეს უარი ნიშნავდა უარს ამ ქვეყნის ცივილიზაციურ არჩევანზე, დასავლურ არჩევანზე.

საბოლოო ჯამში, თუ ჩვენ ვწყდებით დასავლურ ვექტორს განვითარების, ეს ქვეყანა ავტომატურად მიდის რუსეთისკენ. სხვა გზა არ არსებობს. ეს არჩევანია გასაკეთებელი. ეს თქვა კონკრეტულად ევროკავშირმა და არაერთხელ. ეს არის გასააზრებელი 2 ოქტომბერს, მივდივართ არჩევნებზე, აქ არის ბევრი პარტია, ნებისმიერ პარტიას ხაზავთ გარდა ქართული ოცნებისა. ქართულ ოცნებას ამ არჩევნებზე არანაირი შანსი არ აქვს, მიიღოს 40%-ც კი და ამის შემდეგ ეს ქვეყანა გავა ხელახალ არჩევნებზე, სადაც დამთავრდება ეს ხელისუფლება და მოვა კოალიციური მთავრობა. 

თქვა გირჩი – მეტი თავისუფლების თავმჯომარემ, ზურაბ ჯაფარიძემ ფოთში ოპოზიციის საერთო მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენისას. 

კომენტარები