ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021

ნინო ლომჯარია: როდის შეიძლება განვიხილოთ არჩევნების გადადება?

როდესაც 60-70 ადამიანზე მეტი გარდაცვლილი გვყავს დღის განმავლობაში, რას უნდა ველოდოთ, რომ უფრო მკაცრი რეგულაციები იყოს შემოღებული ან რატომ არავინ მსჯელობს, მე იგივე პრეტენზიები მაქვს ოპოზიციასთანაც, რატომ არავინ მსჯელობს შეიძლება თუ არა ასეთ ვითარებაში არჩევნების ჩატარება. რა უნდა ხდებოდეს ქვეყანაში უფრო საგანგაშო და უფრო სავალალო, თუ არა ეს, რაც დღეს ხდება - რა შემთხვევაში შეიძლება გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა ან როდის შეიძლება განვიხილოთ არჩევნების გადადება?

მე ვერ ვხედავ ვერც ერთი პოლიტიკური ძალის მიერ ამ საკითხის სადისკუსიო საკითხად წამოწევას, მაშინ, როდესაც ვფიქრობ, რომ ასეთი ტრაგიკული და რთული დღეები უახლოეს ისტორიაში როდის გვქონია და ჩვენ არაფერი გვაქვს ხელთ, გარდა იმისა, რომ ამ სიტუაციაში უფრო მკაცრი რეგულაციები - თუნდაც დროებით, არ ვამბობ ხანგრძლივად. არ შეიძლება, როდესაც დღეს 60-70 ადამიანი იღუპება და ჩვენ არ გვყავს სათანადო რაოდენობა ვაქცინირებული ადამიანების, ყველაფერი იყოს ღია და ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ადამიანებს, რომლებსაც ევალებათ, რომ საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე იზრუნონ და ამ საკითხებზე ისაუბრონ, მათი მხრიდან გვესმის ეკონომიკური კეთილდღეობა თუ ეკონომიკის გახსნა-დახურვაზე საუბარი, ყველამ უნდა ისაუბროს თავისი კომპეტენციიდან გამომდინარე. 

თქვა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ, ტელეკომპანია პირველთან საუბრისას.

კომენტარები