შარლ მიშელის შეთანხმება

კალაძე შარლ მიშელის დოკუმენტზე: ცალმხრივი არც მეგობრობა, არც სიყვარული არ არსებობს

ეს ხომ უკვე ყველაფერი წარსულია? წარსულს უკან ვერ დავაბრუნებთ [...] ძალიან მძიმე კამპანია იყო ამ დოკუმენტთან დაკავშირებით წარმოებული ნაციონალური მოძრაობის მხრიდან. შეთანხმება რისია, ხომ? ერთი მხარე, მეორე მხარე, რომელიც თანხმდება. ცალმხრივი არაფერი არ ვარგა - ცალმხრივი არც მეგობრობა, არც ურთიერთობა, არც სიყვარული არ არსებობს ხომ ასეთი რამ? 

ამბობს თბილისის მერი, კახა კალაძე რუსთავი 2-თან ინტერვიუში შარლ მიშელის დოკუმენტზე საუბრისას. ენმ-მ ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელიც ქართულმა ოცნებამ ანულირებულად გამოაცხადა და შეთანხმება დატოვა. შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერს ევროპული საქართველო და დროა.

კომენტარები