კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: ყოველი ათასი ინფიცირებულიდან, სამწუხაროდ, იღუპება 10-20 პაციენტი

მოგეხსენებათ, კოვიდი დღეს, ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში, სიკვდილიანობის ნომერ პირველი მიზეზი გახდა, გლობალურად და სამწუხაროდ, მთელი აგვისტოს განმავლობაში ჩვენთანაც, ანუ მან გადააჭარბა პირველ მიზეზს სიკვდილიანობისას – გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს და მეორე მიზეზს – სიმსივნეებს. ამიტომ, ეს ძალიან სერიოზული საკითხია. 

არის გარკვეული პროპორციული დამოკიდებულება – ყოველი ათასი ინფიცირებულიდან, სამწუხაროდ, იღუპება 10-15-20 ადამიანი, გააჩნია სიმძიმეს და თანხლებ დაავადებებს. ძირითადად, სიკვდილიანობის დიდი წილი მოდის 70 წელს ზემოთ ასაკზე, თუმცა, რა თქმა უნდა, არის 70 წელს ქვემოთა ასაკშიც. აქედან გამომდიანრე, ეს გახლავთ ძირითადად იმ ადამიანებში, სადაც სხვა მძიმე თანხმლები დაავადებებია, კოვიდთან ერთად.

ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცნეტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მედია ვებინარზე ისაუბრა.

კომენტარები