ქართული ოცნება

GMC: მხოლოდ აგვისტოში ოცნებას 4 მლნ შესწირეს, ჯამურად, შეწირულობები 87 მლნ-ზე მეტია

ფლანგვის დეტექტორი

ფლანგვის დეტექტორის (GMC) ინფორმაციით, ქართული ოცნებისთვის შეწირული თანხის ოდენობა მხოლოდ ერთ თვეში 4 მილიონი ლარით გაიზარდა, რისთვისაც თანხა 200-ზე მეტმა პირმა გაიღო.

მათივე ცნობით, შემომწირველებს შორის გვხვდებიან პირები, ვისი კომპანიებიც მსხვილ ტენდერებში იმარჯვებენ, მათ შორის უკონკურენტო გარემოში, კორუფციის მაღალი რისკით. GMC-ის განცხადებით,  შპს გზა ერთ-ერთი ასეთი კომპანიაა, რომელსაც 2011 წლიდან 100 მილიონზე მეტის ტენდერები აქვს მოგებული, კომპანიის დირექტორი კი ქართულ ოცნებას ფულს წირავს.

ფლაგვის დეტექტორის ინფორმაციით, შემომწირველთა რიგებში გვხვდება კერძო პირი, რომლის ორივე კომპანია აწარმოე საქართველოს ფარგლებში ბიუჯეტიდან დაფინანსებას იღებს. 

კომენტარები