კორონავრუსი და შეზღუდვები

გაბუნია: ეპიდსიტუაცია მოდუნების და შეზღუდვების შემსუბუქების შესაძლებლობას არ იძლევა

თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაცია შეზღუდვების შემსუბუქებისა და მოდუნების შესაძლებლობას არ იძლევა. ამის შესახებ გაბუნიას საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

"დღევანდელი ეპიდემიური სურათი ძალიან საყურადღებოა, არცერთ შემთხვევაში არ იძლევა არც მოდუნების და არც შეზღუდვების შემსუბუქების შესაძლებლობას. სწორედ ამას უკავშირდება სატრანსპორტო შეზღუდვის გადაწყვეტილება და ის შეზღუდვები, რომლებიც დღეს მოქმედებს, ყველა უნდა დარჩეს ძალაში. სექტემბრის თვე იქნება ჩვენთვის მნიშვნელოვანი, რომ შევხედოთ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებს და შემდეგ, რეგულაციების შესახებ გადაწვეტილებები ამის შესაბამისად იქნება მიღებული". – ამბობს თამარ გაბუნია.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესი სკოლებში, უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში განახლდება

ასევე, 4 ოქტომბრამდე შეზღუდული დარჩება სააღმზრდელო დაწესებულებების მუშაობა, ეს შეეხება, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ბაღებს.

მუნიციპალურ ტრანსპორტზე შეზღუდვა 13 სექტემბრამდე გახანგრძლივდა

კომენტარები