კორონავირუსი საქართველოში

ღარიბაშვილი ეპიდსიტუაციაზე: გარკვეული დამშვიდების კონტურები გამოიკვეთა, ყველაფერი მართულია

გარკვეული დამშვიდების კონტურები, დასტაბილურების ნიშნები გამოიკვეთა, თუმცა, ამან არ უნდა წაგვახალისოს, არ უნდა მოგვცეს საფუძველი, რომ მოვეშვათ. პირიქით, ძალიან მობილიზებულად, ჩვენ უნდა დავასტაბილუროთ ვითარება – პირბადე და აცრა არის ამ სიტუაციაში გამოსავალი, რათა ეკონომიკური ზრდა გაგრძელდეს და ჩვენი ქვეყნის განვითარება გაგრძელდეს, მოქალაქეები დავიცვათ შემდგომი გართულებებისგან, ყველაფერი არის მართული, ყველაფერი არის კონტროლის ქვეშ.

ამბობს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციაზე საუბრისას. გასულ 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 79 ადამიანი გარდაიცვალა. დადასტურდა ინფიცირების 4 778  ახალი შემთხვევა.

კომენტარები