ავღანეთი

ქაბული აშშ-ს ბოლო თვითმფრინავმა დატოვა – ავღანეთში ამერიკის 20-წლიანი მისია დასრულდა

ქაბულის აეროპორტიდან აფრენილი აშშ-ს თვითმფრინავი, 30 აგვისტო, 2021 წელი

ქაბული აშშ-ს საევაკუაციო მისიის ბოლო თვითმფრინავმა დატოვა, ავღანეთში ამერიკის შეერთებული შტატების 20-წლიანი მისია დასრულდა, აცხადებს პენტაგონი.

ევაკუაციის დასრულება ბოლო ვადის შესაბამისად, 31 აგვისტომდე მოხდა.

გენერალმა ფრანკ მაკკენზიმ თქვა, რომ ვერ მოხერხდა ყველა მსურველის ევაკუაცია, თუმცა აეროპორტის ტერიტორიაზე მყოფებიდან ყველა წაიყვანეს და არავინ დაუტოვებიათ. 

ევაკუაციის მისიის დროს  ავღანეთიდან 122 000-ზე მეტი ადამიანის გაყვანა შეძლეს.

"ბოლო თვითმფრინავი იძვრება, ომი დასრულდა". – უთხრა Newsweek-ის ჟურნალისტს აშშ-ს ოფიციალურმა პირმა.

კომენტარები