კორონავირუსი საქართველოში

გაბუნია: სტაბილიზაციის ნიშნებია, პიკი ნაწილობრივ გადავიარეთ, ახლა იწყება დაღმასვლის ეტაპი

გარკვეული სტაბილიზაციის ნიშნები არის. ჩვენ პიკი გარკვეულწილად გადავიარეთ და ახლა დაიწყება დაღმასვლის ეტაპი. მაგრამ, აქ მთავარია ის, თუ რამდენად სწრაფად მოხდება დაღმასვლა და ამდენად, პრევენციული ღონისძიებები, რომელიც აქამდე გვქონდა გატარებული, ახლა არანაკლებ კიდევ მნიშვნელოვანია, რადგან არ მოხდეს კვლავაც ესკალაცია. 

რაც შეეხება გარდაცვალების შემთხვევებს, ვიცით, რომ გარდაცვალების შემთხვევების კლებას სჭირდება გარკვეული პერიოდი, დაახლოებით ორი კვირა არის ის პერიოდი, როდესაც შემთხვევების სტაბილიზაციას მოყვება გარდაცვალების სტაბილიზაცია. ასე რომ, ჩვენი მოლოდინიც იმგვარია, რომ ოქტომბრის დასაწყისი მშვიდი უნდა იყოს, თუმცა მანამდე მოგვიწევს საკმაოდ სერიოზული პერიოდის გავლა.

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ გაბუნია ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციაზე საუბრისას.

კომენტარები