ვაქცინაცია

გაგუა: ვაქცინაცია რეკომენდებულია ორსულობის ყველა ტრიმესტრსა და ლაქტაციის პერიოდში

ვაქცინაცია რეკომენდებულია ნებისმიერ ტრიმესტრში, არ არის უკუჩვენება ამ შემთხვევაში. ლაპარაკი არის ჩვენს ქვეყანაში რეკომენდებულ [ვაქცინაზე], ფაიზერზე, თუმცა, უკვე მოდერნამაც მიიღო [ავტორიზაცია]. გვერდითი მოვლენები უმნიშვნელოა, არ განსხვავდება ზოგადი პოპულაციისგან. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ლაქტაციის პერიოდშიც შესაძლებელია განხორციელდეს აცრა, არ საჭიროებს ძუძუთი კვების შეწყვეტას, ფერტილობაზე არ აღინიშნება უკუჩვენება და ის ქალები, რომლებიც გეგმავენ ორსულობას, შეუძლიათ უშიშრად აიცრან. 

გაგუას კლინიკის გენერალურმა დირექტორმა და ექიმმა-გინეკოლოგმა, დავით გაგუამ კომენტარი ორსულებში ვაქცინაციის უსაფრთხოების შესახებ ტვ იმედის პირდაპირ ეთერში გააკეთა.

კომენტარები