კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: ახალი პროექტი დავიწყეთ – ავტობუსებში ვაქცინაციის ცენტრების განთავსება

დღეს ჩვენ დავიწყეთ ახალი პროექტი, რომელიც გულისხმობს ავტობუსებში ვაქცინაციის ცენტრების განთავსებას. ესეც გახლავთ საერთაშორისო პრაქტიკა - ევროპაში არის ძალიან მრავალი დაბრენდილი ავტობუსი, სადაც მოქალაქეები იღებენ მომსახურებას და თავიანთ კუთვნილ ვაქცინაზე ხელმისაწვდომობას. 

ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ თბილისში პირველ ეტაპზე დაგვეწყო 3 ავტობუსით. ამისთვის გამოვკვეთეთ ის რაიონები, სადაც ყველაზე ნაკლები ხელმისაწვდომობაა. ჯამში, დაგეგმილი არის 10 ავტობუსის განთავსება, ისინი იქნებიან დაბრენდილი ავტობუსები, სადაც მოქალაქე მიიღებს ყველა საჭირო, უსაფრთხო მომსახურებას  ვაქცინაციასთან დაკავშირებით, რასაც ის მიიღებდა კლინიკაში ან პოლიკლინიკაში. აქ იქნება რეგისტრაცია, რომელიც ონლაინ აისახება პორტალზე, მოქალაქე აირჩევს კუთვნილ ვაქცინას, საჭიროების შემთხვევაში, მას ადგილზე გაეწევა დახმარება.

ამბობს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე.

კომენტარები