კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: სექტემბრიდან Johnson & Johnson-ის ვაქცინის 50 000 დოზა შემოვა

სექტემბრიდან, ალბათ, გერმანიის მთავრობის დახმარება იქნება, 50 000 დოზა Johnson & Johnson-ის ვაქცინა შემოვა, იცით, რომ ერთჯერადად კეთდება ისეთი ვაქცინაა და არა ორჯერადად.

ჩვენი გათვლებით, აგვისტოში ჩვენ დავხარჯავთ ნახევარ მილიონ დოზა ფაიზერს, ანუ მილიონი დოზით შევხვდებით სექტემბერს. აქედან 300 000 იქნება მეორე დოზებისთვის და 350 ათასი ადამიანი დამატებით შეგვიძლია ავცრათ სექტემბერში ორჯერადად, ამიტომ გთხოვთ, მეტ აქტივობას. თუ მილიონ დოზას გავაკეთებთ სექტემბერში, ჩვენ სექტემბრის ბოლოს სერიოზულად გავტეხავთ წელში ამ პანდემიას. 

რაც შეეხება ბუსტერს, ეს აქტიურად განიხილება ბევრ ქვეყანაში, ეს, ალბათ, როგორც სამეცნიერო ლიტერატურიდან, ისე ჩემი პირადი მოსაზრებით, საჭირო გახდება ისევე,  როგორც გრიპის დროს ჩვენ ყოველწლიურად ვიკეთებთ ვაქცინას, ეს ბუსტერია ყოველწლიური, აქაც საჭირო გახდება, რადგან ესეც რესპირაციული ვირუსია. ეს იქნება 6 თვის, 8 თვის, 10 თვის შემდეგ, სხვადასხვა ქვეყნები თავისი კვლევების საფუძველზე ამბობენ, მაგრამ დღეს - არა.

თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში.

კომენტარები