ქართული ოცნება

კუჭავა: ოზურგეთი არის ქალაქი, რომელსაც ლიდერების სამჭედლოს ვეძახი

როდესაც ვსაუბრობთ ამა თუ იმ კუთხეზე, ყველას რაღაც განსაკუთრებული გვაკავშირებს თითოეულ მათგანთან. მე ყოველთვის ვამბობდი და ვიტყვი - ოზურგეთი არის ქალაქი, რომელსაც მე ვეძახი ლიდერების სამჭედლოს. არაერთი ცნობილი ქართველი ლიდერი, მოღვაწე, პოლიტიკოსი აღზარდა ამ კუთხემ. რად ღირს მხოლოდ ნოე ჟორდანიას ხსენება - მისი როლი უმნიშვნელოვანეს დროს, საქართველოს პირველი საერთაშორისო აღიარება მსოფლიოს ყველა ქვეყანაში.

[...] არ შემიძლია, არ ვახსენო ჩემი ძალიან ახლო მეგობარი, თანაგუნდელი, ადამიანი, რომელსაც დიდ პატივს ვცემ და ვაფასებ მის უსაზღვრო შრომისმოყვარეობას.მე ყოველთვის  ვუწოდებ მას, თანამედროვეობის ერთ-ერთ ლიდერ პოლიტიკოსს - ეს არის ჩემი მეგობარი არჩილ თალაკვაძე, რომელიც თქვენი ღირსეული შვილია. იგი ყოველთვის, ზრუნავდა ოზურგეთზე, ხალხზე, სადაც ის გაიზარდა და ჩამოყალიბდა ლიდერად.

ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ოზურგეთის მერობის კანდიდატის, ავთანდილ თალაკვაძის წარდგენაზე. 

კომენტარები