კორონავირუსი საქართველოში

ბოლო 7 დღეში მლნ კაცზე სიკვდილიანობით საქართველო მე-6 ადგილზეა, აცრებით – 118-ე

Shutterstock

ბოლო ერთი კვირის მონაცემით, 1 მილიონ მოსახლეზე კორონავირუსით სიკვდილიანობის ახალი შემთხვევებით საქართველო მსოფლიოში მე-6 ადგილზეა. საქართველოზე მაღალი სიკვდილიანობა მხოლოდ შემდეგ ქვეყნებს აქვთ: საფრანგეთის პოლინეზია, სენ-მარტენი, ბოტსვანა, ტუნისი და ფიჯი.

რაც შეეხება კორონავირუსის ახალ შემთხვევებს, ბოლო 7 დღის მონაცემებით, საქართველო მილიონ მოსახლეზე ინფიცირების ახალი ფაქტებით მსოფლიოში მე-3 ადგილს იკავებს. საქართველოზე მეტი შემთხვევა მილიონ მოსახლეზე განაწილებით ბოლო ერთ კვირაში მხოლოდ საფრანგეთის პოლინეზიასა და გვადელუპაზე აღირიცხა.  

წინა კვირასთან შედარებით, საქართველოში ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა 24%-ით გაიზარდა, სიკვდილიანობა - 7%-ით.

ვაქცინაციის ტემპით კი საქართველო კვლავაც არ არის ასეულში. მილიონ მოსახლეზე ადმინისტრირებული დოზების რაოდენობით ქვეყანა მსოფლიოში 118-ე ადგილს იკავებს. საქართველოში სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის მხოლოდ 6.6%.

კომენტარები