კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: სწავლის განახლებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ორ კვირაში მივიღებთ

რაც შეეხება სწავლის განახლების პროცესს, არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ მნიშვნელოვანია, დავაკვირდეთ ეპიდემიის გავრცელებას. ჩვენ დაახლოებით ორ კვირაში ველოდებით გარკვეულ შედეგებს. ამ შედეგებიდან გამომდინარე უკვე დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო საბჭოს წარუდგენს იმ არსებულ რისკებს და შედეგებს, რომლებიც დადგება. ამის შემდეგ საბჭო ერთობლივად იმსჯელებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიდგომები იქნება სწავლის განახლებასთან და დაწყებასთან დაკავშირებით

ამბობს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე.

კომენტარები