კასპი

კასპში ტყეში დაკარგული 66 წლის ქალი მე-5 დღეს იპოვეს

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გოსტიბეში დაკარგული 66 წლის ქალი მაშველებმა გაუჩინარებიდან მე-5 დღეს იპოვეს. საგანგებოს სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ქალი სახლიდან 7 აგვისტოს, სავარაუდოდ, ტყის მიმართულებით იყო გასული, რის შემდეგაც ოჯახის წევრებისთვის კვალი იკარგებოდა.

"საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სოფელ გოსტიბეს ტყეში აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები. ტერიტორიაზე არსებული ხევებისა და ტყის მასივების დათვალიერების შედეგად, სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლებმა გაუჩინარებული ქალბატონის ადგილსამყოფელის იპოვეს. მეხანძრე-მაშველებმა ქალბატონი უსაფრთხო ადგილზე გამოიყვანეს. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება". – წერია განცხადებაში.

უწყების ცნობით, სამძებრო სამუშაოებში მონაწილეობას იღებდა შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს სამაშველო ჯგუფი ყველა აუცილებელი აღჭურვილობით. საძიებო პროცესში ჩართული იყო დრონიც.

კომენტარები