COVID-19-ის ვაქცინა

ამერიკელი სამხედროებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდება

პენტაგონის მიერ წარდგენილი გეგმის თანახმად, 15 სექტემბრიდან აშშ-ს შეიარაღებულ ძალებში დასაქმებული პირებისათვის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა სავალდებულო გახდება. 

თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის თქმით, ეს იქნება ვაქცინაციის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კამპანია, რომელიც 4 მილიონზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს და რეზერვისტს მოიცავს. 

თეთრი სახლის ცნობით, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მხარს უჭერს ოსტინის ინიციატივას და საბოლოო ბრძანებას ხელს მოაწერს. 

"მე და მდივანი ოსტინი ვიზიარებთ ურყევ ვალდებულებას დავრწმუნდეთ, რომ ჩვენს არმიას გააჩნია ყველა ის ინსტრუმენტი, რომელიც საჭიროა მათი სამუშაოს რაც შეიძლება უსაფრთხოდ შესასრულებლად. ეს ვაქცინები ბევრ სიცოცხლეს გადაარჩენს". – წერია პრეზიდენტის ოფიციალურ წერილში. 

თავდაცვის დეპარტამენტის ცნობით, 1.2 მილიონზე მეტ სამხედრო მოსამსახურე უკვე სრულად ვაქცინირებულია. არმიის 50%-ს, საზღვაო და საჰაერო ძალების 70%-ს კი ვაქცინის ერთი დოზა მაინც აქვს მიღებული. 
 

კომენტარები