კორონავირუსი საქართველოში

გახარია ეპიდვითარებაზე: ახლა სწორი არაა მთავრობაზე თავდასხმა, თუ ვინ რა შეცდომა დაუშვა

ეპიდემიოლოგიური ვითარება იმდენად არის დამძიმებული ქვეყანაში, რომ უკვე თითოეული ჩვენგანის, მოქალაქის პასუხისმგებლობაა ელემენტარული წესები დავიცვათ. მე მესმის მოქალაქეების აღშფოთების, მაგრამ მერწმუნეთ, რომ დღეს არ არის იმის დრო რომ ვარკვიოთ ვინ რაშია დამნაშავე და ვისი ბრალია. დღეს არის იმის დრო რომ ყველამ ზედმიწევნით შევასრულოთ ელემენტარული წესები, იმისთვის, რომ ჩვენი ოჯახის წევრები დავიცვათ, დავიცვათ ჩვენი ხანდაზმულები, ბავშვები, არაა ეხლა სწორი მთავრობაზე თავდასხმა და იმის გარკვევა, ვინ როდის რა შეცდომა დაუშვა. ეს ცოტა მოგვიანებით შეიძლება გავაკეთოთ, მაშინ როდესაც ამ ძალიან მძიმე ეპიდემიოლოგიური კრიზისიდან გამოვალთ. ეხლა ყველამ უნდა ვატაროთ პირბადე და ნებისმიერი თავშეყრის ადგილში, ღია სივრცეშიც კი პირბადის გარეშე საერთოდ, ყველანაირად ავერიდოთ.

პარტია საქართველოსთვის ლიდერი, გიორგი გახარია საქაქრთველოში არსებულ ეპიდსიტუაციაზე საუბრისას.

კომენტარები