კულტურის სამინისტრო

კორონავირუსით გარდაცვლილი წიკლაურის პატივსაცემად წულუკიანი კონცერტს მართავს

კორონავირუსით გარდაცვლილი მომღერლის, თემურ წიკლაურის პატივსაცემად კულტურის სამინისტრო თელავის თეატრში კონცერტს მართავს. მთავარი არხის ინფორმაციით, კონცერტი დღეს, 10 აგვისტოს, 17:00 საათზე გაიმართება.

"ეს არის კულტურის სამინისტროს პროექტი. ორგანიზატორები არიან მისი შვილი, ბესო ჩუბინიძე. არის სულ 250 მოსაწვევი და, რა თქმა უნდა, რეგულაციების დაცვით – პირბადე, 2 ადგილია გამოტოვებული ან 1, ზუსტად ვერ გეტყვით". – თქვა კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის წარმომადგენელმა, ლეილა ლეგაშვილი მთავარ არხთან საუბრისას.

ტაბულა ღონისძიებასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალების გასარკვევად კულტურის სამინისტროსთან დაკავშირებას ცდილობს.

1 თებერვალს მომღერალი თემურ წიკლაური 75 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 54 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 5 697 შემთხვევა. ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით 6 182 ადამიანი გარდაიცვალა.

კომენტარები