კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: ქვეყანაში ეპიდსიტუაცია ყველაზე ცუდი სცენარით მიმდინარეობს

ჩვენ მოდელირებები გავაკეთეთ წინა პერიოდში და დღესდღეობით ჩვენ ეპიდსიტუაციის ყველაზე ცუდი სცენარით მიმდინარეობა გვაქვს. მე ძალიან მინდა, რომ ეს ასე არ გაგრძელდეს და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვმართოთ ინფექცია. მე არ დავმალავ და ვიტყვი, რომ დაწყებული პირველი ტალღიდან ჩვენ ყოველთვის გვქონდა ხოლმე კამათი იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი ტიპის რეგულაცია არის უფრო ეფექტური, უფრო საჭირო ან უფრო გონივრული და დროული. მე ვიტყვი შემდეგს, რომ ნებისმიერი რეგულაცია დღეს არის მნიშვნელოვანი, მაგრამ რეგულაციის დაწესების მიღმა ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს ჩემთვის, როგორც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლისთვის და არამხოლოდ მინისტრისთვის, მნიშვნელოვანია ამ რეგულაციების ხარისხობრივად აღსრულება, თუ ეს რეგულაციები ხარისხობრივად აღსრულდება, მაშინ მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შევძლებთ გარკვეულწილად შევაკავოთ ინფექცია, ეს არ იქნება 80-90%-იანი ეფექტი, თუმცა ამას შეიძლება ჰქონდეს დაახლოებით, 20%-იანი ეფექტი და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ შევამციროთ ინფექციის გავრცელების სიჩქარე.

ამბობს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე. დღეს, 10 აგვისტოს, ქვეყანაში რეკორდული – 5 697 შემთხვევა დადასტურდა, დღიური დადებითობა 12,79%-ია. დღეიდან, ღია სივრცეში, სადაც 5-ზე მეტი ადამიანი იკრიბება, პირბადის ტარება სავალდებულო ხდება.

კომენტარები