მოქალაქეები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის Pfizer-ის მეორე დოზაზე რეგისტრაციას ახერხებენ, თუმცა მეორე დოზაზე რეგისტრაციის დაწყება ოფიციალურად ჯერ არ გამოცხადებულა.
02:18 საათის მდგომარეობით ვაქცინაციაზე დასარეგისტრირებელ პორტალზე ჩანს, რომ Pfizer-ის 500 000-ზე მეტი დოზაა ხელმისაწვდომი.
მოქალაქეებმა რეგისტრაციის პროცესის ბოლომდე შეუფერხებლად გავლა შეძლეს და ჯავშნის კოდის დამადასტურებელი მოკლეტექსტური შეტყობინებაც მიიღეს.
აშშ-ს ნაჩუქარი Pfizer-ის ნახევარი მილიონი დოზა საქართველოში 24 ივლისს ჩამოვიდა. ასევე ქვეყანაში ეტაპობრივად შემოდის საქართველოს მიერ ნაყიდი Pfizer-ის დოზები. ვაქცინის 168 000 დოზა ქვეყანაში 24 ივლისს შემოვიდა.
Pfizer-ით ვაქცინაციისთვის დარეგისტრირება Booking.moh.gov.ge-ზე 16 წლის და ზემოთ ასაკის ადამიანებისთვისაა შესაძლებელი.