კორონავირუსი საქართველოში

ღიბრაძე: ვისაც გადატანილი აქვს და ერთხელაა აცრილი, იგივე სტატუსი აქვს, რაც სრულად აცრილს

ბევრი ქვეყნის პრაქტიკა არის, როდესაც ადამიანს გადატანილი აქვს უკვე კოვიდი, იქ იცრებიან მხოლოდ ერთხელ და ეს ითვლება სრულად ვაქცინირებულ პირად, შესაბამისად, ჩვენთანაც ხდება გათანაბრება ამ სტატუსის და თუ ადამიანს გადატანილი აქვს და ერთხელ არის აცრილი, იგივე სტატუსი აქვს, რაც ორჯერ აცრილ ადამიანს. ეს ჩვენი რეგულაცია არ არის, ვსაუბრობ იმ ქვეყნებიდან შემოსულ პირებზე, რომლებსაც ეს სტატუსი აქვთ მათ ქვეყნებში მიღებული ოფიციალურად.

ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს ოპერაციული საბჭოს ხელმძღვანელმა, გიორგი ღიბრაძემ ისაუბრა.

კომენტარები