კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: მთავრობის წევრებსაც ვთხოვ, ეს არ არის მხოლოდ რეკომენდაციები რეკომენდაციებად

"მინდა, დღეს გავავრცელო კიდევ ერთი თხოვნა ჩვენი მოქალაქეების მიმართ. მინდა, დღეს ვთხოვო ასევე მთავრობის ყველა წევრს, რომ ეს არ არის მხოლოდ რეკომენდაციები რეკომენდაციებად". - ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის წევრებს მიმართა და COVID-19-ის რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა.

"მაშინ, როდესაც 30-ობით ოჯახი დღეს კარგავს თავის დედას, მამას, დას, ძმას, შვილს, არ შეიძლება, რომ ჩვენ დავრჩეთ გულგრილები და არ შეიძლება ჩვენთვის არ იყოს მნიშვნელოვანი ის რეკომენდაციები, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვიმეორებთ.

ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენ მაინც გვიწევს დღეს დავაკვირდეთ იმ ხალხმრავალ შეკრებებს, რომლისგანაც ჩვენ თავს ვერ ვიკავებთ, იმ სოციალურ ღონისძიებებს, რომელსაც ჩვენ ვერ ვთმობთ და სწორედ მათ გამო ჯანდაცვის სექტორი დღეს არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში". - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.

 7 აგვისტოს, საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ბექაურის პატივსაცემად გამართულ სუფრაზე იყო, სადაც კოვიდრეგულაციები დაცული არ ყოფილა.  ჟურნალისტების კითხვაზე, გრძნობდა თუ არა თავს უხერხულად ამ ფაქტის გამო, ღარიბაშვილმა უპასუხა: "მერე რა, რომ ვქეიფობდი, დანაშაულია ქეიფი?".

კრიტიკის შემდეგ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფაიზერით აიცრა

კომენტარები