აგვისტოს ომი

ლინკევიჩუსი: რუსეთის ომმა საქართველოს წინააღმდეგ გზა გაუხსნა ყირიმის ანექსიას

Tomas Vinickas / DELFI

ლიტვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი რუსეთ-საქართველოს ომის 13 წლისთავს გამოეხმაურა.

"13 წლის წინ რუსეთის ომი საქართველოს წინააღმდეგ, ქვეყნის ტერიტორიის 20% ოკუპაცია, საერთაშორისო ძალისხმევის არაეფექტიანობა ბოლო პერიოდის "დაუსწავლელი გაკვეთილის" ყველაზე მტკივნეული მაგალითია, რომელმაც მოგვიანებით გზა გაუხსნა ყირიმის ანექსიას და მიმდინარე აგრესიას დონბასში". – წერს ლიტვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი Twitter-ზე.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 13 წელი გავიდა. 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია მოჰყვა.

რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება.

კომენტარები