ვაქცინაცია

ღარიბაშვილი: შემოვიტანეთ 2 მილიონ დოზაზე მეტი ვაქცინა, გაუმართლებელია ქვეყნის ჩაკეტვა

ჩვენ გადავწყვიტეთ მყარად და ვთქვით, რომ ამ ვითარებაში, როცა ქვეყანამ შემოიტანა 2 მილიონ დოზაზე მეტი ვაქცინა და, ჯამში, ერთ თვეში ჩვენ გვექნება მთლიანობაში 3 მილიონზე მეტი ვაქცინა, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად გაუმართლებელია ქვეყნის ხელახლა ჩაკეტვა. ჩვენ ეკონომიკას არ შევაჩერებთ, ეს არის მცდარი გზა.

ვაქცინაცია პირდაპირ უკავშირდება ჩვენი ქვეყნის მაღალ ეკონომიკურ ზრდას. ბოლო დღეების განმავლობაში გვაქვს ტემპის მატება ვაქცინაციის მიმართულებით. გუშინ გვქონდა 20 000 აცრა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, უნდა გავაკეთოთ კიდევ უფრო მეტი აცრა ყოველდღიურად, იმისთვის, რომ მიზნობრივ მაჩვენებელს მივაღწიოთ.

ჩვენი ამოცანა მომდევნო 2-3 თვის განმავლობაში სამი მილიონი აცრის ჩატარებაა, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შევინარჩუნოთ ქვეყანაში, არ გავაჩეროთ, არ დავკეტოთ ქვეყანა ხელმეორედ და ის მძიმე შედეგები არ გამოვიწვიოთ ხელმეორედ, რაც იყო გასულ წელს.

ამბობს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი. 5 აგვისტოს დილის მონაცემებით ქვეყანაში ჯამურად ჩატარდა 564 691 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 178 077 ადამიანი.

კომენტარები